პარტნიორები:


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Missoni არის მაღალი დონის იტალიის მოდის სახლი, რომელიც დაფუძნებულია ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში და ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ქსოვილების დიზაინით.. აქსოვს ბუნებას, ფანტაზიასა, ვნებას და გეომეტრიის ნაწილებს. Missoni-ის სახლის კოლექცია აღნიშნავს შთაგონების და ტექნიკის შერწყმას.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


ბრენდი Morris & Co. ეკუთვნის ყოველივე ჩვენთაგანს, აქედან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში, იმსახურებს ადგილს ოჯახებსა, დიდ სახლებსა და ბუტიკის სტილის სასტუმროს ტერიტორიაზე. შემოიპატიჟეთ Morris & Co. თქვენთან და მიეცით ამ მემკვიდრეობას შანსი დიდხანს არსებობისა.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Zoffany - ეს არის კომპანია, რომელიც შეპყრობილია ხელოვნებასა და ფუფუნების ვნებით. იგი, ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში, გახდა ყველაზე ზრდადი და ცნობილი ბრენდი ძვირადღირებული ინტერიერის სფეროში.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Sanderson-მა, როგორც ერთ-ერთმა ძველებურმა ინგლისურმა ბრენდმა რბილი ავეჯის ინდუსტრიაში, შეძლო საკუთარი სახელის შენარჩუნება. დღეს, იგი ცნობილია თავისი საფირმო სახელითა და განსაზღვრულია თანამედროვე ცხოვრების სტილისათვის. ჩვენი ხედვაა კლასიკურისა და ხელნაკეთი ნივთების ახალი და ნათელი ფერების შეხამება, რომლებიც იმდენად ელეგანტურია, რომ ადვილია მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


James Hare დიდ ბრიტანეთში, აბრეშუმის სფეროში წამყვანი სპეციალისტია. ჰარეს საოჯახო საქმე დღემდე ფლობს და აწარმოებს ძვირადღირებულ მოთხოვნად ქსოვილებს მოდისა და ინტერიერის სფეროში. James Hare-ს საფირმო რჩეული ცნობილია მსოფლიოში თავისი წამყვანი დიზაინერებითა და დეკორატორებით.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


ფუნდამენტური ბრენდი The Romo Group სახელგანთქმულია თავისი მრავალფეროვანი კლასიკურისა და თანამედროვე დიზაინის ბიბლიოთეკით, ასევე უნივერსალური პალიტრებით. იგი სთავაზობს სხვადასხვა სტილსა და მუდმივ ელეგანტურობას, რომელიც დახვეწილი და მდიდარია ფერთა ტონალობით.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


თანამედროვე დიზაინზე დაყრდნობით, ასევე ცალობითი შეკვეთების წარმოების განხრით, ცნობილი ბრენდი Lelièvre ქმნის მხოლოდ ხარისხიანი ქსოვილის მაღალი დონის მხატვრულ კოლექციას და სახლის აქსესუარებთან შეყავს ჰორმონიაში. მათი ქსოვილი შთაგონებულია ეკლექტიკური და გაბედული სამყაროთი, სადაც პოპულარულია მოდა, მოგზაურობა, ხელოვნება და განსაცვიფრებელი ბუნებრივი ტექსტურები.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Lorca ცნობილია თავისი ელეგანტური და ძვირადღირებული ესთეტიკისა და ლაღი ფერთა პალიტრით. მისი სახელწოდება გახდა ეკზოტიკური ყვავილებით მოხატული ნაქარგების სინონიმი და გამორჩეულია იმით, რომ გააჩნია უნიკალური ტალანტი ჰორმონულ შეხამებაში.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


კომპანია Houlès-ს წარმართავს მისი პრეზიდენტი ფილიპ ჰულესი, რომელმაც ბავშვობიდან მიუძღვნა საკუთარი თავი დეკორაციების სამყაროს. იგი დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მართავს მას. თავდაპირველად, ორგანიზაცია გამოირჩეოდა საბითუმო ნაჭრის გადასაკრავი მასალებით, მაგრამ Houlès-ი, შემდგომ, აფართოებს ბიზნესს კოლექციის ტრიმინგის მიმართულებით და, დღეს იგი მსოფლიო ლიდერია.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


ბარსელონაში არსებული Les Créations de la Maison ჯგუფი Lamadrid-ის ერთ-ერთი ფლაგმანია. ყოველი კოლექცია ქმნის მათთვის განსხვავებულ ისეთ გამომხატველ თვისებებსა და ცნებას, როგორიცაა ნატურალური, ურბანული, მოკრძალებული, გამძლე და მუდმივი. ამის შედეგია პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც სთავაზობს ინოვაციურსა და სანდო საპროექტო იდეებს. ამის დახმარებით აერთიანებს პრაქტიკულობასა და ელეგანტურობას.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Aldeco Interior Fabrics - ეს არის დინამიური და კრეატიული ბრენდი პორტუგალიიდან, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ქსოვილებს და მისი შთაგონების წყაროა მსოფლიო კულტურა და მემკვიდრეობა. Aldeco-ს კოლექცია ვითარდება ექსკლუზიურად ჩვენი დიზაინის განყოფილების მიერ დიდი მონდომებითა და ინოვაციის თვალსაზრისით და ყოველთვის შეესაბამება მოდისა და დიზაინის ახალ ტენდენციებს.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Kvadrat-ი, მისი დაარსებიდან, 1968 წლიდან, ტექსტილის ინოვაციების ინდუსტრიაში წამყვანი სპეციალისტია. ორგანიზაცია აწარმოებს ნაჭრის გადასაკრავებს, ფანჯრის როლეტებსა, ხალიჩებსა და ქსოვილებს. Kvadrat / Raf Simons ქმნის აქსესუარებსა და ქსოვილებს სახლის პირობებისათვის, Kvadrat Soft Cells უშვებს ხელოვნურ აკუსტიკურ პანელებს, ხოლო Kinnasand გამოიმუშავებს პროგრესიულ ფარდებს.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Matthew Williamson მსოფლიოში ცნობილია, როგორც ესთეთიკური ხელწერის მქონე ორგანიზაცია, ასევე პრინტისა, მორთვისა და დეტალებზე დაკვირვების უნარის მქონე ოსტატი. მისი კოლექცია ასახავს დახვეწილ სტილსა და, ამავდროულად, ენერგიული გლამურის შეგრძნებას, რომელიც შთაგონებულია გლობალურსა და ხელოვან ადამიანებზე დაყრდნობით.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Osborne & Little ქსოვილებისა და შპალერის დიზაინის ერთ-ერთი მსოფლიო წამყვანი საწარმო ორგანიზაციაა. ინოვაციისა და ხარისხში რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, კომპანია გახდა მაღალი დონის ბრიტანული ბრენდი, რომელიც დღეს ცნობილი და დაფასებულია.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Nina-ს პროექტები განასახიერებს ფუფუნებას, პრაქტიკულობასა და მახვილგონივრულობას. Nina Campbell-ის კოლექციასთან ინტეგრაცია-ეს არის ფერთა პალიტრა, რომელიც შემუშავებულია დეკორატორის მიერ და მუდმივად ვითარდება. ახალი და არსებული პროექტები საკმაოდ კარგად ერწყმის ერთმანეთს.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Guell Lamadrid პროექტირებას უწევს ახალსა და ფერადი ქსოვილების ხაზს, რომლის შთაგონების წყარო მოდის ხმელთაშუა ზღვიდან. კომპანია ფლობს უნიკალურ პროექტებსა და აერთიანებს ტრადიციას და ახალ ტენდენციებს. კლასიკური და თანამედროვე სტილი თანაარსებობს ეთნიკურ ფუფუნებასთან და უნივერსალური პალიტრების დახვეწილ დეკორატიულ დეტალებთან, სადაც ორიგინალური ნიმუში ერწყმის მიმზიდველ ტექსტურას. ჩვენ ვართ მაღალხარისხიანი ინტერიერის დიზაინის მქონე მოწინავე რედაქტორები.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Zinc Textile-ის ბრენდისათვის ორიგინალური ხედვა და დიზაინი იმყოფება პირველ ადგილას. იგი მომხიბვლელი, მნიშვნელოვანი და ურბანულია, მისი შთაგონების წყარო კი მოგვევლინება 1970 წლების სტილზე დაყრდნობით. Zinc-ის ინტეგრირებული კოლექციები, რომლებიც გამოხატულია მონოქრომული პალიტრის ნათელ ფერებში, უფლებას აძლევს მას გამოირჩეოდეს ნაწარმის სახეობის მდიდრული, მრავალფეროვანი ქსოვილის ასორტიმენტისა და შპალერის მოულოდნელი ელემენტებით, რომელიც ანიჭებს კოლექციას სიახლეს.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Trend-ის მრავალფეროვანი ესთეტიკური პროდუქციის სახეობა გვთავაზობს ისეთ ტენდენციას, როგორიცაა მრავალფეროვანი გამოყენება, პრინტი, აბრეშუმი, ხელოვნური აბრეშუმი, დამხმარე ქსოვილები, დანამატები, დეკორატიული დრაიბები, მათ შორის თანამედროვე და ტრადიციული სტილის კლასიფიკაცია და პროდუქცია სქელი მასალისაგან.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Black Edition განკუთვნილია ლუქსის სახეობის ინტერიერებისათვის. იგი აერთიანებს დახვეწილ ტექსტურებს, ინოვაციური ქსოვილების ტექნოლოგიებსა და ხელნაკეთი ნამუშევრების ფერთა პალიტრას. როდესაც დავაკვირდებით ხელით შეღებილ ნამუშევარს, დაჩრდილულ ომბრესა და ხელოსნების უძველეს ტექნიკას, იგრძნობა ღია სიდიადე იმ დროისა, როდესაც ნათელი ფერი და ლითონის ძაფების გამოყენება ინარჩუნებდა დახვეწილსა და თანამედროვობის შეგრძნებებას.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


ახალი თანამედროვე ნაჭრის გადასაკრავის დახმარებით, Kirkby Design-ი აკმაყოფილებს სანდო, ხელმისაწვდომსა და ქსოვილის პრაქტიკული რესურსის მოთხოვნებს, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად საფუძველს ინტერიერის დიზაინერებისა, საცალო მოვაჭრეებისა, ავეჯის მწარმოებელთათვის, როგორც სახლის პირობებსა, ასევე ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Dizz Design - ეს არის დეკორატიული ნაჭრის ფარდების ბელგიური მარკა, რომელიც გამოხატულია მუდმივი შთაგონების კოლექციის სახით. ჩვენ ყურადღებით ვუდგებით მაღალხარისხიანი ნაჭრის არჩევას ყოველი კოლექციისათვის. ჩვენი პროდუქციის სტუდია აწარმოებს ფარდებს საფუძვლიანად და თავდადებულად. აქედან გამომდინარე, გვსურს, რომ იყოთ იმაში დარწმუნებულნი, რომ ჩვენს ხარისხსა და ფასს გააჩნია სწორი თანაფარდობა.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Yebane-ს წარმოება ემსახერუბა საქმიანობას, რომელიც ახდენს ნაჭრის გადასაკრავის ხარისხისა და მაღალი დონის სისტემის გამოყენებით მომსახურებას. აქედან გამომდინარე, კომპანია ხდება ვერტიკალური ინტეგრაციის მქონე ორგანიზაცია და იწყებს საკუთარი დიზაინით, ნართის მომზადებისა, ქსოვისა, შეღებვით და გვეახლება ფინალური პრეზენტაციის სახით.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Gonzalo Ferri, S.A ფლობს მაღალკვალიფიცირებულ არსებულ კაპიტალს და მოწინავე ობიექტებს. ყოველ წელს შემოქვს ახალი, ბოლო თაობის სამუშაო პროგრამული აღჭურვილობა. Gonzalo Ferri, S.A თანამშრომლობს მსოფლიო დიზაინის სტუდიებთან, რათა ყოველთვის იყოს საქმის კურსში ბოლო ეროვნულისა და საერთაშორისო ტენდენციების შესახებ. იგი მიმართულია მართოს საქმე ბოლო მომხმარებლამდე და, დამატებით, წელიწადში ერთხელ გამოუშვას ოთხი სხვადასხვა კოლექცია.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


საერთაშორისო ტექსტილის გამომცემელი «Eustergerling Textile Group GmbH» დაარსებულია 2007 წელს ბაგ ბერნეკში. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოჯახური ტრადიციების მიხედვით, კარლ ეუსტერგერლინგია, წარმოშობით ჰოლანდიელი, რომელიც იმ დროს იყო ჰუგენოტი ბერლინიდან. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, მიულჰაუზენში/თიურინგში აქტიურად ეწეოდა ავეჯის წარმოებისა და ტექსტილის დეკორაციის საქმიანობას.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Evce, 20 წლის გამოცდილებით, საშინაო ტექსტილისა და ავეჯის საკითხებში მწარმოებელი კომპანიაა. ისინი იმაზე მუშაობენ, რომ წარუდგინონ მომხმარებელს ბოლო მსოფლიო ტენდენციები აქსესუარისა, ვიწრო ქსოვილისა, დრაიბებისა და გადასაკრავი ნაჭრის სახით. მისი მთავარი ამოცანაა მომხმარებლისათვის კონკურენტუნარიანი უპირატესობის მქონე შეთავაზებების მიწოდება იმ ინოვაციური და მოდური პროდუქციისა, რომელიც მგრძნობიარეა გარემოზე და მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე სექტორის წინსვლისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


სივრცის ყველაზე თბილი ელემენტი და მისი საბოლოო დანიშნულება, ალბათ, ტექსტურაა. Persan-ი, თურქეთში, მისი დრაიბებითა და გადასაკრავებით, ასევე წულის ფარდისა და ტექსტილის აქსესუარებით, წარმოადგენს მთავარ გზას დიზაინისაკენ. იგი ყურადღებით შეისწავლის ცვალებად მსოფლიო ტენდენციებს და ამით, ყოველ სეზონს, მატებს სიმდიდრეს საკუთარ კოლექციას და ზრდის მის მრავალფეროვნებას.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Ridex არა მხოლოდ ამართლებს მომხმარებლის მოლოდინს, არამედ პროგნოზირებს მას. ამიტომ, ჩვენ მივდევთ ახალ ტენდენციებს და ამით მოდის განმსაზღვრელები ვხდებით. შესაბამისად, წელიწადში ორჯერ გთავაზობთ ახალსა და უნიკალურ კოლექციას. ქსოვილი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, თქვენი შთაგონებაა; ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ადამიანის შეჩერებას იმისათვის, რომ მას დავანახოთ მის გარშემო არსებული სილამაზე.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Sunbrella-ს ქსოვილი Glen Raven-საგან იღებს საწყისს იმ რწმენიდან, რომ გარე მატერია უნდა იყოს ფუნქციონალური და თანამედროვე. 1961 წელს, მათ მიერ სპეციალური ფორმირებული ქსოვილი იყო პირველი და დღეს ისინი რჩებიან ამ ინდუსტრიის ლიდერებად. მიუხედავად ძველ დროში არსებული ბამბის ხარისხისა, მათ შეიმუშავეს ხსნარში შეფერილი აკრილი, რომელმაც გაამყარა ნაჭრის სტრუქტურა.


საიტის სანახავად დააჭირეთ აქ


Ralph Lauren Home მსოფლიოში არის ერთ-ერთი რეფორმირებული ამერიკული სტილის, დროის ღირსეული ოსტატი და განსაკუთრებული ხარისხი. ახლა კი აქ არის სწორი. ჩვენ ვამაყობთ, რომ შემოგთავაზოთ ამ დიზაინის ყველაზე სრულყოფილი კოლექცია.

Studio Decortex - ეს არის პრემიუმ კლასის საფარდე და საავეჯე ქსოვილების სალონი.

ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოში მაღალტექნოლოგიური ქსოვილებისა და შპალერის მწარმოებელი ბრენდები.

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას დაიკმაყოფილოთ ყველაზე ამბიციური მოთხოვნები, როგორც დიზაინის, ასევე ტექნიკური მახასიათებლის თვალსაზრისით. გვეწვიეთ და მიიღეთ ესთეთიკური სიამოვნება.

Decortex +

ეს არის მაღალი კლასის საფარდე და საავეჯე,ასევე დეკორატიული ქსოვილების მაღაზია. როცა ვამბობთ მაღალ კლასს,ვგულისხმობთ ტექსტილის მახასიათებლებს,რომელსაც ანიჭებს Labotex და Confidence in textiles ლაბორატორიები,ეს არის გარანტი,რომ ქსოვილები არ შეიცავს მძიმე მეტალებს და ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებებს. ტექსტილი მჭიდრო კავშირშია მოდის სფეროსთან და არქიტექტურასთან,სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ ახალი კოლექციის შექმნისას.

2018 წლიდან გაიხსნა ახალი შოურუმი თორნიკე ერისთავის 1-ში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ წამყვანი ბრენდების საავეჯე ქსოვილები ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენ მუდმივად ვხვეწთ ჩვენს კოლექციებს,მიდგომას მომხმარებელთან და თანამშრომლობას დიზაინერებთან,არქიტექტორებთან და დეკორატორებთან.

შეგვეხმიანეთ.

მოდით ვისაუბროთ თქვენს პროექტზე.

დაგვტოვთ ნომერი ან დაგვირეკეთ. მოხარული ვიქნებით, რომ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს და დავგეგმოთ თქვენთან შეხვედრა.

ელ.ფოსტა: info@decortex.ge
ტელ.: 599 92 42 30, 599 21 64 34